ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთზე დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება, ვიდრე ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება - სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთზე დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება, ვიდრე ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება - სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთზე დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება, ვიდრე ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება - სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს მანამ არ მოხსნის, სანამ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა რაიმე განხილვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
„არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება მანამ, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება“, - აღნიშნა ბრიუსმა.
მისი თქმით, ბზობის შემდეგ, როდესაც ქალაქ სუმზე თავდასხმა განხორციელდა, აშკარაა დინამიკა, სადაც მეტი კითხვა უნდა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის მიმართ ერთგული.
„თუმცა, არ არსებობს მოლაპარაკებები ან შეთანხმება, რომელიც დაფუძნებულია ადმინისტრაციის და ასევე მდივან რუბიოს რეგულარულ განცხადებებზე - სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება. სანამ ეს არ შეიცვლება, შეწყდება, მსგავსი არაფერი ხდება და ჩვენ, ცხადია, ამ მხრივ ცეცხლის შეწყვეტისთვის ვაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
www.interpressnews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.