აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს: ცეცხლის შეწყვეტა – სხვა არაფრის განხილვა არაა შესაძლებელი მანამ, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება

ერთადერთი საკითხი, რომელიც აშშ-მა ახლა შესაძლოა რუსეთთან განიხილოს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს – ცეცხლის შეწყვეტა; რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომლის განხილვა ან ხელშეწყობაც მოხდება მანამ, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება“, – აღნიშნა ბრიუსმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სხვა ამერიკელი დიპლომატები.
„ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ამაში პრეზიდენტი ტრამპია ჩართული. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო დიპლომატები, რა თქმა უნდა, მდივანი რუბიოს ხელმძღვანელობით. ჩვენი ხელმძღვანელობის ყველა წევრმა, განსაკუთრებით პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ საჯაროდ ნათლად განაცხადეს, თუ რა დევს სასწორზე. ეს არის დინამიკა, რომელიც სამხედრო გზით არ მოგვარდება. ეს ხორცსაკეპი მანქანაა. შედეგთან დაკავშირებით არაფრის განხილვა არაა შესაძლებელი მანამ, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”