აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – აშშ-მა ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა

აშშ-მა ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე, ტემი ბრიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანტალ როგანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს არ შეესაბამება.
„სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს, სიიარტოს უნგრელი მაღალჩინოსნის, ანტალ როგანის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სპეციალურად განსაზღვრული პირთა სიიდან ამოღების შესახებ აცნობა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.
ბრიუსის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ანტალ როგანს კორუფციაში სავარაუდო ჩართულობის გამო „მაგნიტსკის გლობალური სიით“ გათვალისწინებული სანქციები 7 იანვარს დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად