რუსებმა ხერსონი და ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი

რუსებმა ხერსონი და ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონისა და ხარკოვის რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.
ხერსონისა და ხარკოვის ოლქების რეგიონული ხელისუფლების ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი და ოთხი დაშავდა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა ხერსონის რეგიონს 44-ჯერ დაარტყეს, რის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსების თავდასხმებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, რასაც ხანძრის გაჩენა მოჰყვა.
ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, 29 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ