არქივი23 ნოემბერი, 2023, 13:23
რუსებმა ჩერნობაივკა კასეტური რაკეტებით დაბომბეს | დაიღუპა 3 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობაივკა კასეტური რაკეტებით დაბომბეს - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ერმაკის ცნობით, დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.
"რუსებმა ხერსონის რეგიონში ჩერნობაივკა დაბომბეს. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კასეტური ბომბებით განხორციელდა. ამ დროისთვის 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა", - წერს ერმაკი.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.