ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადაში სროლის დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა

კანადაში, უინიპეგში სროლის დროს, სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა - სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, სროლა 26 ნოემრის დილის 04:00 საათზე მოხდა.
შემთხვევის ადგილას მისულმა ოფიცრებმა იპოვეს ხუთი მსხვერპლი „დაზიანებებით, რომლებიც შეესაბამება სროლას“.
„ეს ინციდენტი მრავალსართულიან საცხოვრებელში მოხდა. დამატებითი ინფორმაცია შესაძლო მოტივის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი“, - თქვა კონსტაბელ ჯეისონ მიჩალიშენმა, ვინიპეგის პოლიციის სპიკერმა.
დაჭრილებიდან ორი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"უინიპეგის პოლიციის სამსახურის სასამართლო ექსპერტიზის განყოფილება ადგილზე იქნება დიდი ხნის განმავლობაში ამ ინციდენტის სიმძიმის გამო,” - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
მსხვერპლთა ვინაობა არ სახელდება. გამოძიება სროლის ფაქტზე მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.