ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი, 34 კი - დაშავდა

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი, 34 კი - დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 3 ადამიანი, 34 კი - დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას, რომლის ქვეშაც შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესსპიკერის, დიმიტრი ჩუბენკოს განცხადებით, დრონებით ექვსი დარტყმა ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში განხორციელდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატი პირდაპირ ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხვდა - შედეგად ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა, ხოლო შენობის ნახევარი ჩამოინგრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.