ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე, დრონების გამოყენებით, მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქში სულ მცირე 15 აფეთქების ხმა გაისმა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 წლის და 9 თვის ასაკის ბავშვები. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ხანძარი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის რაოდენობა მარტში თებერვალთან შედარებით გაორმაგდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.