ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, გუშინ საღამოს, რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსსა და კერძო სახლებს ძლიერი ხანძარი გაუჩნდა, ასევე, მრავალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.
ლისაკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონით განახორციელეს, რომელთა უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.