არქივი2 მარტი, 2024, 06:08
რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს, არის მსხვერპლი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსებმა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სულ მცირე შვიდი დაშავდა.
ხარკოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად, კუპიანსკის რაიონში 76 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის მიმართულებით გაშვებული 7 რუსული დრონი გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.