ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი - ჩვენს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალპარტიული წყობის შემოტანა - ეს არის საქართველოს ინტერესი, რუსეთის ინტერესზე რუსებმა იფიქრონ

მე მჯერა, რომ დღეს დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალპარტიული წყობის შემოტანა. ეს არის საქართველოს ინტერესი. რუსეთის ინტერესზე რუსებმა იფიქრონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმაზე, რომ არის თუ არა რუსეთის ინტერესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მეოთხედ დარჩენა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ არ უნდა იფიქროს, რა არის რუსეთის ინტერესი.
„ბოლომდე არასდროს გვეცოდინება, რა არის მისი ინტერესი. უნდა ვფიქრობდეთ, რა არის საქართველოს ინტერესი. მე მჯერა, რომ დღეს დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალპარტიული წყობის შემოტანა. ეს არის საქართველოს ინტერესი. რუსეთის ინტერესზე რუსებმა იფიქრონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერესების თანხვედრას, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „არის, რაღაც ნიშნები“.
„არის რაღაც ნიშნები. რაც არ უნდა თქვან ამათმა ["ქართული ოცნება"], რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და "ოცნებას", ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს, რომ საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა. როგორც კი ეს გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები, ის მთავრობა, ის ძალა ვერ იარსებებს საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის ნება არსებობს, რომ არასდროს დაბრუნდეს რუსეთის წიაღში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.