არქივი28 თებერვალი, 2024, 06:36
რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსების დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქის პოლოჰის რაიონის დროებით ოკუპირებულ სოფელ ნოვეში 76 წლის ადგილობრივი დაიღუპა. ქალაქ ორიხივზე განხორციელებული საარტილერიო თავდასხმის შედეგად, 53 წლის მამაკაცი დაშავდა.
ფედოროვის ცნობით, ბოლო 24 საათში, რუსებმა 234 შეტევა 11 სხვადასხვა ადგილას განახორციელეს. თავდასხმების შედეგად, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.