არქივი30 აპრილი, 2024, 08:22
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსებმა ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერეხოვის ინფორმაციით, რუსებმა კიევისა და ხოლოდნოგორსკის რაიონებში სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს.
„კიევის რაიონში დარტყმა საცხოვრებელ უბანში მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ - ინფორმაცია ზუსტდება. კვლავ არსებობს KAB-ების (მართვადი ბომბი) გაშვების საფრთხე, გამოიჩინეთ სიფრთხილე“, - მიმართა მერმა ქალაქის მოსახლეობას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.