ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, დაზიანდა ქალაქის გაზსადენი

24 აპრილის ღამის საათებში ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა გაზსადენი და რვა შენობა, მათგან სამი საცხოვრებელი კორპუსი და ორი ოფისი. ასევე, ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თავდასხმის შესახებ მოსახლეობა პირველად 0:35 საათზე გააფრთხილა.
ხარკოვის მერის თქმით, ოკუპანტებმა S-300 ტიპის ორი რაკეტა გამოიყენეს. ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გაზსადენის აღდგენის სამუშაოები, რათა ქალაქის ნაწილს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდოს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.