რუსებმა ოდესა დაბომბეს – არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს, რასაც ნგრევა მოჰყვა – ადგილზე მაშველები მუშაობენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ავტომობილსა და კომუნალურ შენობაში ხანძარი გაჩნდა და მიმდებარედ მდებარე 11 შენობა დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ოდესაზე თავდასხმა დრონების გამოყენებით განხორციელდა, ოლქში საჰაერო განგაში 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად