არქივი19 იანვარი, 2024, 14:39
რუსებმა დნიპროს რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დამბომბეს | არის მსხვერპლი
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა დნიპროს რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
"რუსებმა ხერსონის დნიპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს. 50 წლის ქალი საკუთარ ბინაში დაბომბვას ემსხვერპლა... ნამსხვრევებით დაზიანებები მიიღო 16 წლის ბიჭმაც", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.