ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს – დაშავებულია 29 ადამიანი

რუსებმა ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს – დაშავებულია 29 ადამიანი

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ივან ფედოროვი ავრცელებს.
თავდასხმა ხუთშაბათს, გვიან ღამით მოხდა. ფედოროვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ქალაქზე სულ მცირე 10 დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლები, ათობით მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
სამაშველო ჯგუფებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გადაარჩინეს. დაშავებულებიდან 12 სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე, უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის “უკრზალიზნიცის” განცხადებით, ზაპოროჟიეზე თავდასხმამ საწარმო დააზიანა, რომელიც სპეციალიზებულია სამგზავრო ელექტრო ლოკომოტივების შეკეთებაზე. ფედოროვის განცხადებით, ქარხანა მნიშვნელოვანი დაზიანების გამო ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.