ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 5 ადამიანი

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა, მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების საცხოვრებელ კორპუსსა და სუპერმარკეტზე დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დნეპრის რაიონში, მტრის თავდასხმის შედეგად, 5 დაშავებული გვყავს. დეტალები დგინდება“, - განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.