არქივი2 იანვარი 2024, 04:59
რუსებმა უკრაინას 35 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს
რუსული ძალები უკრაინას წუხელ Shahed-ის 35 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა კიევსა და მიკოლაივში ხანძრები გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.