ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წუხელ რუსებმა უკრაინას „Shahed-136/131“ ტიპის 28 დრონით რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან შეუტიეს, S-300 ტიპის მართვადი საზენიტო 3 რაკეტით კი ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან, თავდასხმის ძირითადი მიმართულებებია სამხრეთი და აღმოსავლეთი იყო“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა მოწინააღმდეგის 21 დრონი ჩამოაგდეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ვინიცას და ჩერკასის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.