– რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას დღეს 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
მისი თქმით, მტრის არსენალში შედიოდა ფრთოსანი, ბალისტიკური, მართვადი საზენიტო რაკეტები და დრონები.
ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინელებმა 18 რაკეტა და 8 დრონი გაანადგურეს.
„ჩვენმა დამცველებმა Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
მისი თქმით, რუსებმა რაკეტები და დრონები 4 ოლქის, ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის მიმართულებით გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას