არქივი8 იანვარი, 2024, 11:51
რუსებმა უკრაინაზე დღევანდელი თავდასხმისას 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს | ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს.
ზალუჟნის თქმით, თავდასხმისას ოკუპანტები იყენებდნენ ფრთოსან, ბალისტიკურ, მართვად საჰაერო რაკეტებსა და "შაჰიდის" ტიპის დრონებს. მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 18 რაკეტა და 8 დრონი გაანადგურეს.
"ჩვენმა დამცველებმა "შაჰიდის" ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს," - ამბობს ზალუჟნი.
ოკუპანტებმა რაკეტები და დრონები ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის მიმართულებით გაუშვეს.
ასევე ნახეთ:
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.