ზელენსკი წერს, რომ უკრაინას ღამით 300-ზე მეტი დრონით და 30 რაკეტით დაესხნენ თავს

უკრაინის პრეზიდენტი 19 ივლისის ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული შეტევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში კვლავ რჩებიან უპილოტო საფრენი აპარატები.
„დაიბომბა დონეცკის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხერსონის, ვოლინის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესისა და ჟიტომირის ოლქები. სუმში დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა – ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შოსტკაში განხორციელდა კომბინირებული დარტყმები. ოდესაში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს,“ – წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე და ვიდეოს აქვეყნებს.
პრეზიდენტის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადშიც, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მსოფლიოს ლიდერებს, მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისთვის და მოუწოდებ, დაჩქარდეს უკრაინაში სამხედრო წარმოების განვითარება.
„საჭიროა ერთობლივი იარაღის წარმოება, ინვესტიციები დრონების (განსაკუთრებით, მათ შორის, გამანადგურებლების) წარმოებაში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობის უზრუნველყოფა აქ, უკრაინაში. ეს ყველაფერი სიცოცხლეს იცავს და უკრაინას ეს დაუყოვნებლივ სჭირდება“, – ამბობს ზელენსკი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს