ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას 223 დრონით შეუტიეს - უკრაინელებმა 206 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას 223 დრონით შეუტიეს - უკრაინელებმა 206 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა 1-ელი ნოემბრის ღამეს უკრაინას 223 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, რომელთაგან დაახლოებით 140 Shahed-ის ტიპის დრონი იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით 206 დრონი გაანეიტრალეს.
ამასთან, დაფიქსირდა 17 დრონით თავდასხმა 7 ლოკაციაზე.
ჩერნიგოვის ოლქში რუსულმა დრონმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყა, რის შედეგადაც ანგარი დაიწვა. პოლტავას ოლქში კი რუსეთის თავდასხმამ გაზის წარმოების ობიექტში ხანძარი გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.