ვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს

მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„დარტყმები იყო ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ენერგეტიკის სექტორზე ტერორისტული თავდასხმები განხორციელდა. ნათელია, რომ მოსკოვის მიზანი ჩვენი ხალხისთვის ზიანის მიყენებაა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა „ზამთარში ენერგეტიკის სექტორისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით მუშაობს“.
„ჩვენს პარტნიორებთან უკვე კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს. უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით და საჭირო აღჭურვილობის მოწოდებით, აშშ, ნორვეგია, გერმანია, ნიდერლანდები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იტალია, იაპონია, ლიეტუვა, დანია, შვედეთი, ესტონეთი, ესპანეთი და ევროკომისია მხარს გვიჭერს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება