ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, 100-მდე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

რუსული მხარის ინფორმაციით, 100-მდე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 98 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 45 დრონი - ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს.
დრონები ასევე ჩამოაგდეს სამარის, მოსკოვის, ვორონეჟის, როსტოვის, ტულის, ლიპეცკის, რიაზანის, კურსკისა და კალუგის ოლქებში.
„როსავიაციამ“ განაცხადა, რომ პენზას, სამარას და სარატოვის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. დრონებით თავდასხმების რისკის გამო, შეზღუდვები დაწესდა კალუგისა და ტამბოვის აეროპორტებშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.