არქივი8 თებერვალი, 2024, 04:45
რუსებმა უკრაინას დრონებით დაარტყეს - მიკოლაივსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა
რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას დრონებით კიდევ ერთხელ დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა მოხდა ოდესის ოლქში, სადაც საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა მიკოლაივში
„მიკოლაეველებო, გამაგრდით! ვაგრძელებთ კავშირს სამხედროებთან, შედეგებზე დილით ვისაუბრებთ! განგაშის დასრულებამდე ფანჯრებს ნუ მიუახლოვდებით“, - დაწერა „ტელეგრამზე“ ქალაქის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა.
მოგვიანებით, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.