პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოკუპანტები ხარკოვის რაიონის ქალაქ ლიუბოტინს S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობების ფასადები. ტერიტორიების დათვალიერება გრძელდება“, - წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.
ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა პავლოგრადის მიმართულებით დრონები გაუშვეს, რის შედეგადაც, შედეგად ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. საჰაერო განგაში გამოცხადდა მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.