ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ამის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა რაკეტების გაშვება Tu-95MS ტიპის თვითმფრინავებიდან.
მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ოლენას აეროდრომიდან Tu-95MS თვითმფრინავები აფრინდა.
მედიის ინფორმაციით, დნიპროს, კამენსკის, ჩერკასისა და ხმელნიცკის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.