ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიტანა ქალაქ დნიპროზე. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები

რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნიპროზე, სადაც დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამის შესახებ განაცხადა დნიპროს სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა, რომლის ინფორმაციითაც სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ქალაქის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დნიპროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინის დიდი ქალაქები თითქმის ყოველდღიურად ექვემდებარებიან მასიურ სარაკეტო თავდასხმებს. სამშაბათს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეიარაღებაში დაახლოებით 950 ოპერატიულ-სტრატეგიული და სტრატეგიული დონის რაკეტა რჩება.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის პროგნოზით, „რუსეთმა შეიძლება განახორციელოს კიდევ რამდენიმე მასიური კომბინირებული შეტევა, ვიდრე მას მარაგის შესავსებად პაუზის გაკეთება არ დასჭირდება“.
2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთმა კიევს 180 გამანადგურებელი საშუალება ესროლა, აქედან 139 რაკეტა. მათ შორის იყო ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“. ამის შესახებ ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს 1 აპრილის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.