ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაიღუპა სამი მაშველი

ხარკოვზე დრონებით განმეორებითი თავდასხმის შედეგად სამი მაშველი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვსა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამი გარდაცვლილია, წინასწარი ინფორმაციით - ყველა მათგანი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად მივიდნენ“, - აღნიშნა ხარკოვის მერმა.
ოლეგ სინეგუბოვმაც დაადასტურა, რომ სამივე დაღუპული მაშველია.
„ხარკოვზე ოკუპანტების მიერ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმის დროს სამი მაშველი დაიღუპა“, - აღნიშნა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ დაშავებულია კიდევ ერთი მაშველი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.