არქივი15 აგვისტო, 2025, 20:08
რუსებმა სუმის ცენტრი დაბომბეს

რუსებმა უკრაინული ქალაქ სუმის ცენტრი დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.
„მტერმა ქალაქ სუმის ცენტრალურ ნაწილს დაარტყა - სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ყველა სამაშველო სამსახური მუშაობს“, - წერს გრიგოროვი.
მას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რით განახორციელეს ოკუპანტებმა დარტყმა. ამ მომენტისთვის ზუსტდება დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.
ადგილობრივი მცხოვრებლები უკრაინულ მედიას ცენტრალურ ბაზრობაზე დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ფოტოებს უზიარებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.