რუსებმა ქალაქ ახტირკას დაარტყეს – დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები

უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე 20 აგვისტოს ღამით რუსული დრონებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ღამით მტერმა დრონებით მასშტაბური დარტყმა განახორციელა ქალაქ ახტირკაზე. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 13 კერძო სახლი, დამხმარე შენობა და ავტოფარეხი”, – აღნიშნულია უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი განცხადებით, დარტყმების ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები და პოლიციის ბომბების გაუვნებელყოფის სპეციალისტები მუშაობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება