ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვი

რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვი

რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის ერთ-ერთ სოფელს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გვაქვს ინფორმაცია სამი გარდაცვლილის შესახებ. მათ შორის 8 წლის ბიჭია. მისი ცხედარი დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ასევე დაიღუპნენ კაცი და ქალი“, - აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.
მისივე თქმით, ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„სახლები დაინგრა და დაზიანდა. დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მაშველები, ექიმები და ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. ადამიანებს საჭირო დახმარება გაეწევა“, - აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.