რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ქალაქ ოდესაში ცოლ-ქმარი დაიღუპა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რის შედეგადაც, შენობის მე-7, მე-8 და მე-9 სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
„მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.