რუსებმა კიევს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 13

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ყველაზე მძიმე შედეგები შევჩენკოვის რაიონშია, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი სადარბაზო განადგურდა.
„ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები“, – აღნიშნა მინისტრმა.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდა პოდოლსკის, გოლოსეევსკის, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და დარნიცკის რაიონები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)