პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსების მიერ გაშვებული დრონი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შემდეგ ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანეს, 8 მათგანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
სუმის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.