რუსებმა პოლტავასა და ოდესას დაარტყეს, დაშავებულებს შორის მაშველებიც არიან

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებს, პოლტავას და ოდესას დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად მაშველები დაშავდნენ.
მისივე თქმით, დაზიანებულია სახანძრო მანქანები და სახანძრო განყოფილების ადმინისტრაციული შენობა.
რუსებმა დრონებით პოლტავასაც შეუტიეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდან ქალაქში არსებულ კერძო საცხოვრებელ კორპუსებსა და სამეურნეო შენობებში ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. დაშავებულია ორი ადგილობრივი.
„თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება, ადგილზე მობილიზებულია 50-ზე მეტი თანამშრომელი და 14 ერთეული ტექნიკა“, – აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ