რუსეთმა ოდესას დრონებით შეუტია, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსმა ტერორისტებმა ოდესის ოლქში მასიური თავდასხმა განახორციელეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები, რამდენიმეში კი ხანძარი გაჩნდა“, - აცხადებს კიპერი.
მისივე ინფორმაციით, დაზიანდა ოდესის ერთ-ერთი უძველესი სკოლა. გარდა ამისა, ნამსხვრევების შედეგად დაზიანდა გაზის მილი.
ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან, რომ ამჟამად ცნობილია ცხრა ადგილის შესახებ, სადაც თავდასხმის შედეგები დაფიქსირდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.