ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ოდესას დაარტყეს, დაიღუპა 3 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი

რუსებმა ოდესას დაარტყეს, დაიღუპა 3 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესის ოლქს დრონებით შეუტია, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, - ინფორმაციას ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
მისი თქმით, დილით მტერმა ქალაქ იზმაილში ფართომასშტაბიან ტერორს მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი შენობები, დამხმარე შენობები, ავტომობილები, გაჩნდა ხანძრის რამდენიმე კერა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა სასწრაფოდ ჩააქრეს.
„სამართალდამცავები რუსების ტერორისტული აქტის შედეგებს აღრიცხავენ“, - აღნიშნა კიპერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.