ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ალაბამაში მასობრივი სროლისას

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ალაბამაში მასობრივი სროლისას

ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მასობრივი სროლის გამო. ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას მსროლელების შესახებ, რომლებმაც ქალაქის სხვადასხვა ადგილას მოაწყვეს თავდასხმა მოქალაქეების ჯგუფებზე. პოლიციისვე ცნობით, მოკლული მოქალაქეებიდან ორი კაცი და ერთი ქალი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით, კლინიკაში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით. კრიტიკულია კიდევ ორთი ჰოსპიტალიზებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მასობრივი სროლის მომწყობები პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.
მასობრივი სროლა განიმარტება როგორც სროლა, რომლის დროსაც ოთხი ან მეტი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა. ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ წელს 400-მდე ასეთი ინცინდენტია აღრიცხული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.