არქივი23 სექტემბერი, 2024, 15:57
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა

ლიბანზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დღეს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ქალები, ბავშვები და მედიკოსებიც არიან.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.