არქივი22 ოქტომბერი, 2024, 09:36
რუსები სუმის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის სუმის ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
დილით რუსებმა სუმის დაბომბვა განაგრძეს და საცხოვრებელ კორპუსსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ამ თავდასხმის შედეგები დგინდება.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წუხელ სუმის ოლქში Shahed-ის ტიპის 25 დრონი გაანადგურა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.