ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა კიევს დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის განცხადებით, დრონების ნამსხვრევები დაფიქსირდა დედაქალაქის დნეპრის რაიონში.
ცნობისთვის, რუსული ძალები უკრაინას ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით გუშინ საღამოდან უტევენ, რის გამოც დედაქალაქსა და ქვეყნის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.