არქივი25 ნოემბერი, 2024, 11:09
რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაშავდა 6 ადამიანი

რუსებმა დღეს დილით ხარკოვს დაარტყეს, რამაც ქალაქის ცენტრში ხანძარი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
„ხარკოვში აფეთქება მოხდა. ფრთხილად იყავით! დარტყმა ქალაქის კიევსკის რაიონში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ხანძარია“, - წერს მერი „ტელეგრამ“ არხზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.