ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში სროლა მოხდა - არის მსხვერპლი

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში სროლა მოხდა, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების განცხადებით, 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF-ი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.