არქივი11 აგვისტო, 2024, 10:51
რუსებმა კიევის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი
უკრაინის დედაქალაქ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტების ნამსხვრევებიის ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი და მისი 4 წლის ვაჟი დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
მანამდე, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამში“ დაწერა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.