არქივი17 აგვისტო, 2024, 15:23
რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები
რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სუმის ცენტრში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩერებულ ათ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
„მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია და ცეცხლის სხვა ავტომობილზე გავრცელების თავიდან აცილება შეძლეს“, - განაცხადეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.
სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.