ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უმძიმესი ავარია სენაკში – ქორწილიდან მომავალი მანქანა გზიდან გადავარდა, არის მსხვერპლი

ცოტა ხნის წინ სენაკში უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. 4 დაშავებული კი სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, 2 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც ქორწილიდან ბრუნდებოდა, გზიდან გადავარდა. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: „სფეისნიუსი“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.