არქივი26 ოქტომბერი, 2024, 19:51
ხუთი ადამიანი, მათ შორის მოზარდი, ემსხვერპლა უკრაინაზე რუსეთის იერიშებს

სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და შვიდი, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა რუსეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, - ტელეგრამით იუწყება რეგიონის გუბერნატორი, ოლექსანდრ პროკუდინი 26 ოქტომბრის დილას.
კიევში რუსეთის მხრიდან ღამის განმავლობაში დრონებით განხორციელებულმა იერიშმა მოზარდი იმსხვერპლა, - აცხადებს ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო.
კიევის რეგიონში უფრო ფართოდ, დრონებით იერიშს ემსხვერპლა ერთი ქალი, დაიჭრა 13 წლის ბიჭი, - ამბობს რეგიონის გუბერნატორი, რუსლან კრავჩენკო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.